1. პროექტის სათაური: „საქართველო ღვინის ქვეყანაა“
2. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტი მოიცავს საკითხს როგორი ღვინოები მზადდება საქართველოში და რომელი ყურძენია საჭირო ამ ღვინოების დასამზადებლად.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან საქართველოში გავრცელებულ ერთ-ერთ კულტურას ყურძენს და ვეცდებით ფართო საზოგადოებას გავაცნოთ როგორი სახის ღვინოები მზადდება ამ ყურძნისაგან. რომელი ღვინის დასამზადებლად რომელი ყურძნის ჯიშია საჭირო. საინტერესოა გავიგოთ ღვინის შექმნის ისტორია და მისი განვითარების გზები. გვინდა საზოგადოებამ იცოდეს გლეხკაცის აზრი იმ უზარმაზარი შრომის შესახებ რაც საჭიროა ღვინის დასამზადებელი მასალის “ყურძნის“ მოსაყვანად. გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ - რა განსხვავებაა ღვინის სახეობებს შორის -მშრალი, ნახევრადმშრალი,შამპანიური, ტკბილი და სხვა. შევქმნით მოძიებული მასალისაგან ელექტრონულ წიგნს. განვათავსებთ მოძიებულ მასალას ინტერნეტში. სურათებს განვათავსებთ იმ კუთხეების გამოსახულებით სადაც რომელი ყურძნის ჯიში მოიყვანება.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: შეუზღუდავია.
5.ვადები/ხანგრძლივობა: 2008 წლის ნოემბერი-2009 წლის მარტი
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე, ნამუშევრების განთავსება ბლოგში, რეცეპტებისა და სახეობების ელ. ვერსიის და პლაკატების შექმნა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ყურძნისა და ღვინის ელექტრონული ვერსია, მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ინტერვიუს აღების უნარებს, კვლევისა და ძიების ჩვევებს, გაიღრმავებენ კომპიუტერთან მუშაობის ჩვევებს, შეისწავლიან ვებ-2,0 ის სერვისებს.
8. სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები გაამდიდრებენ ქართული ყურძნისა და ღვინის ისტორიას, უკეთ გაიცნობენ საქართველოს კუთხეების თავისებურებებს, გააცნობენ ინტერნეტის საშუალებით თავიანთ პროექტს.
9.სამუშაო ენა: ქართული, რუსული, ინგლისური
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში-ისტორიაში(შეისწავლიან საქართველოს კუთხეებს), გეოგრაფიაში(შეისწავლიან სხვა და სხვა კუთხეების ადგილმდებარეობას),მათემატიკაში(გაიღრმავებენ სტატისტიკური მონაცემების კვლევის უნარს)ბიოლოგიაში, ქიმიაში, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში(ინტერნეტში ყურძენსა და ღვინპზე მასალების მოძიებით, დამუშავებით,პრეზენტაციების მომზადებით) და სხვა
პროექტის ფასილიტატორი: დარეჯან ყურაშვილი
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი: დარეჯან ყურაშვილი
ქუთაისის მე-20 საჯარო სკოლა, საინფორმაციო მენეჯერი
13. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა:kurashvili.darejani.darejani@gmail.com
14. პროექტის ფორუმი: ყურძენი და ღვინო
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
http://saqartvelogvinisqveyana.blogspot.com/
-
суббота, 22 ноября 2008 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)